სამხრეთ კორეული კომპანია საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს

0
1751

სამხრეთ კორეის წამყვანმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ KT Corporation-მა ადგილობრივი კრიპტოვალუტის შექმნა ქალაქ გიმპოში გადაწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის საპილოტე ვარიანტი მომდევნო თვეში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის გაცხადებული, რომ კრიპტოვალუტა Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

პროექტის ავტორები იმასაც აანონსებენ, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებში შესაძლებელი იქნება.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს QR კოდების სკანირებით მომსახურებისთვის გადაიხადოს.

კომპანია ასევე გეგმავს კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ ღონისძიება გიმპოში გამართოს.

Blockchain ცენტრის ხელმძღვანელმა და KT Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტმა, იენგ-ილ სეომ განაცხადა, რომ ადგილობრივი ვალუტის შემოღება ხელს შეუწყობს რეგიონალური ეკონომიკის აღორძინებას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა ქალაქმა Blockchain კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა. განცხადების თანახმად, სამხრეთ კორეის მოსახლეობით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი Blockchain-ის განვითარებაზე მუშაობს. ქალაქ ბასანის მიზანია ასევე განვითარდეს კრიპტო ინდუსტრიაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი