ბულგარეთი კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობებს იკვლევს

0
709

ბულგარეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობებს იკვლევს.

ასენ ვასილევმა, ბულგარეთის ფინანასთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის ფონდების საკითხებში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კრიპტო გადახდის მექანიზმის დანერგვის ვარიანტებს განიხილავს.

განცხადების თანახმად, მთავრობა ბულგარეთის ცენტრალურ ბანკთან და ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებთან თანამშრომლობს, რათა ციფრული ვალუტით გადახდის სხვადასხვა შესაძლებლობის ანალიზი გაკეთდეს.

მიუხედავად ამისა, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბულგარეთის კრიპტო მაინინგის კერად წარმოჩინების ვარიანტი საკმაოდ მცირეა. აღნიშნულის დაკონკრეტება მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სადაც ინტერნეტ შეფერხებების გამო მაინერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან წავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ბულგარეთში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟის მფლობელი აღმოსავლეთ ევროპის კიბერ თაღლითობის სინდიკატისთვის ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

53 წლის ბულგარეთის მოქალაქე და “RG Coins” კრიპტოვალუტის ბირჟის მფლობელი, როსენ იოსიფოვი ტრანსნაციონალური თაღლითობის სქემის ფარგლებში არის დაკავებული.

ორკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ იგი დამნაშავედ ცნეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი