საკონსულტაციო კომპანია: კრიპტოვალუტის ინდუსტრია დღითიდღე ვითარდება

0
1803

“კრიპტოვალუტა ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის ხანგრძლივი ვაჭრობის განხორციელების საშუალებაა”,- ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანიის Cambridge Associates-ის წარმომადგენელმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბოსტონში დაფუძნებული კომპანია სპეციალიზირებულია საპენსიო და სადაზღვევო მიმართულებით.

Bloomberg-თან საუბრის დროს Cambridge Associates-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს:

“მიუხედავად გამოწვევებისა, მიგვაჩნია, რომ ინვესტორებისთვის ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი იქნება. დღეს ამ სფეროს შესწავლა იწყება. რა თქმა უნდა, ასეთი სახის ინვესტიციებს რისკიც თან ახლავს, თუმცა მომავალში შესაძლოა, ძალიან მომგებიანი საქმიანობაც გახდეს”.

2018 წლის ციფრული ვალუტის ბაზრის შეფასების დროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტის საინვესტიციო ლანდშაფტი, როგორც ერთი მთლიანი ინდუსტრია, საკმაოდ მტკიცეა და ის ყოველდღიურად ვითარდება.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევნ, რომ კარგად შეისწავლონ ციფრული ვალუტის ინდუსტრია. ექსპერტები ინვესტორებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ინვესტორები სრულად უნდა ფლობდნენ ინფორმაციას კაპიტალდაბანდებებზე, კრიპტოვალუტის ბირჟებსა და რისკების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი