სოფლის მეურნეობის გიგანტები ბრაზილიაში Blockchain პლატფორმას ნერგავენ

0
1056

მარცვლოვანი და ზეთის მწარმოებელი ორი უდიდესი კომპანია Blockchain პლატფორმის დასატესტად გაერთიანდა. საუბარია ამერიკულ გიგანტებზე Bunge-სა და Cargill-ზე. მათი გაერთიანებით კი წარმოიშვა ახალი სახელწოდების კომპანია Covantis-ი.

ტესტირების მიზანია ბრაზილიის სოფლის მეურნეობაში კრიპტოვალუტის დანერგვა.

უპრეცედენტო პროექტი ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას ყველა წევრს შორის, რომელიც ასევე მოიცავს სხვა აგრობიზნესის გიგანტებს, როგორიცაა საფრანგეთის კომპანია Louis Dreyfus Company-ი, ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Cofco International-ი და ჰოლანდიური მრავალეროვნული Glencore Agriculture-ი.

კომპანიები, რომლებიც ქმნიან Covantis-ს გაერთიანებას, ყოველწლიურად 550 მილიონი ტონა მარცვლეულით და ზეთოვანი თესლით ამარაგებენ მსოფლიოს.

პარტნიორობის მიზანია სექტორის მონაცემების გაერთიანება და ყველა მონაწილეს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, პორტებში ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესება, მათ შორის, Blockchain-ის გამოყენებით. პლატფორმა მომავალ წელს დაიწყებს ოფიციალურად მუშაობას.

კომპანიები ბრაზილიაში ყოველწლიურად აწარმოებენ ყიდვა-გაყიდვის 500 000 კონტრაქტზე მეტს. პლატფორმის პირველი ტესტები ჩატარდა სანტოს პორტში მიმდინარე წლის ივლისიდან აგვისტომდე და მასში მონაწილეობა მიიღო 11 კომპანიამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი