16 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1717

ოთხშაბათს, 16 იანვარს ციფრული ვალუტების ფასები წინა დღის მონაცემებთან შედარებით გაუმჯობესებული იყო. დაფიქსირდა კლების ტენდენციაც, თუმცა პროცენტულად ეს ართუ ისე დიდი მაჩვენებელი იყო.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 0.26%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსი 3.640 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ბოლო ერთი კვირაა 3.707 დოლარს არ ასცდენია.

თუმცა 3.700 დოლარის მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ, 14 იანვარს დაფიქსირდა.

რაც შეეხება რიპლის: რიპლი პოზიციის შენარჩუნებას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასი ოდნავ გაუმჯობესდა. ალტკოინის ღირებულება 0.19%-ით გაიზარდა.

ამჟამად, რიპლის კურსი 0.33 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

კვირის განმავლობაში რიპლის ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 9 იანვარს მიაღწია. ამ დღეს ციფრული ვალუტის კურსი 0.37 დოლარზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი