კრიპტოვალუტის ბირჟები გართობის ინდუსტრიაში შესვლას იწყებენ

0
1099

კრიპტოვალუტის ბირჟები Crypto.com-ი და FTX-ი Super Bowl LVI-ის დროს, 13 თებერვალს სარეკლამო რგოლებს განათავსებს. ორივე ბირჟა დაუღალავად მუშაობდა თავიანთი ბრენდების დასამკვიდრებლად და შეერთებული შტატების ბაზარზე შესასვლელად.

როგორც ცნობილია, რომ Super Bowl-ის რეკლამები ძალიან ძვირია. 30 წამში ფასი 5 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ზოგიერთი სპონსორი კი მზადაა გადაიხადოს რეკორდული მაჩვენებელი 6,5 მილიონი დოლარი იმავე საეთერო დროისათვის. ახლახან Crypto.com-მა ასევე გამოაცხადა პარტნიორობა Angel City Football Club-თან, საფეხბურთო გუნდთან.

ამის გარდა, ბირჟის ძალისხმევა მოიცავს ლოს-ანჯელესში Staples Center-ისთვის დასახელების უფლებების უზრუნველყოფას.

ბირჟამ დასახელების უფლებები 20 წლის განმავლობაში 700 მილიონ დოლარად იყიდა.

შედეგად, დეკემბერის ბოლოს Staples Center-ს Crypto.com Arena დაერქმევა. ოფიციალურ განცხადებაში, Crypto.com-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის მარსზალეკმა აღნიშნა, რომ კომპანია ახალი და კრეატიული გზებით აპირებს განავითაროს გართობისა და ტექნოლოგიების ინდუსტრია, რაშიც კრიპტოვალუტა აქტიურად იქნება ჩართული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი