იაპონია კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის გარკვეულ პროცედურებს ამარტივებს

0
879

იაპონიის მთავრობა წინადადებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში რეგისტრირებულ კრიპტოვალუტის ბირჟებს მუშაობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შეექმნებათ.

უფრო კონკრეტულად კი, ახალი წესების მიღების შემთხვევაში იაპონიის მთავრობა მონეტების ჩამონათვალისთვის მიღებული მკაცრი წესების შემსუბუქებას განიხილავს.

ნებისმიერი ციფრული ვალუტა, რომელიც ბირჟაზე 6 თვეზე დიდი ხანი არის განთავსებული, დამატებით პროცედურებს აღარ გაივლის. ჩამონათვალში, რასაკვირველია, ბიტკოინი და ეთერიუმიც შედის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წესის ცვლილებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

მიმდინარე წესების მიხედვით, ბირჟაზე გასატანად და სავაჭროდ კრიპტოვალუტამ ხანგრძლივი შემოწმება უნდა გაიროს, რომელიც სავსებით შესაძლებელია ექვსი თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს. ეს წესი განსაკუთრებით ლიდერ პოზიციაზე მყოფ ვალუტებს, ბიტკოინსა და ეთერიუმს, ეხება.

იაპონიის ვირტუალური და კრიპტო ვაჭრობის ასოციაციის (JVCEA) წევრები დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც 1 ტრილიონ დოლარიანი კრიპტო ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი