ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებულია

0
1174

სამშაბათს, 20 აპრილს კრიპტოვალუტების ფასები მნიშვნელოვან რყევას განიცდიდა.

ციფრული ვალუტებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინო ბიტკოინის კურსის მოძრაობაა.

დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 5%-ით შემცირდა. თუმცა ბიტკოინის ფასის შემცირება 18 აპრილიდან დაიწყო, რა დროსაც კრიპტოვალუტის ფასი 60.000 დოლარზე დაბლა მოექცა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ნელ-ნელა 50.000-სა და 55.000 დოლარის ფარგლებში იწყებს მოძრაობას.

დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის საბაზრო წილი 51.9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 6.20%-ით არის შემცირებული. ალტკოინის კურსი 2.123 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე კი ეთერიუმის ფასს დაახლოებით 1.37%-იანი კლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 977 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი