ყაზახეთი მზად არის კრიპტოვალუტის ლეგალიზებას დაეთანხმოს

0
769

ცოტა ხნის წინ, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომატ ტოკავემა ადგილობრივ პრესას განუცხადა, რომ ქვეყანა კრიტოვალუტის ნაღდ ფულზე გადახურდავების მექანიზმების დასანერგად მზადაა.

ტოკაევმა საერთაშორისო ფორუმზე Digital Bridge 2022 გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი მიზნად ისახავს გახდეს საერთაშორისო ლიდერი ციფრული ტექნოლოგიების, კრიპტოვალუტის ეკოსისტემისა და მაინინგის სფეროში. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის მთავრობამ შეიმუშავა ცვლილებები ეროვნულ კანონმდებლობაში ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში კრიპტოვალუტის კონვერტაციის მექანიზმის პილოტირებაზე.

„ჩვენ მზად ვართ წინ წავიწიოთ. თუ ეს ფინანსური ინსტრუმენტი აჩვენებს მის შემდგომ შესაბამისობას და უსაფრთხოებას, ის აუცილებლად მიიღებს სრულ იურიდიულ აღიარებას“, – განაცხადა ტოკაევმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია ძირითადი ადგილობრივი კრედიტორის Eurasian Bank-ისა და Intebix კრიპტოვალუტის ბირჟას Digital Bridge 2022 ღონისძიების მიმდინარეობის დროს.

ევრაზიულმა ბანკმა და Intebix-მა განაცხადა, რომ ერთობლივად დაასრულებენ ბანკის პირველ რეგულირებულ კრიპტო შესყიდვას სახელმწიფო ვალუტისთვის.

პრეზიდენტმა ტოკაევმა მნიშვნელოვნად წაწია წინ ადგილობრივი კრიპტოვალუტის მიღების საკითხი. ახლა ყაზახეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილობრვი ვალუტის, ტენგენის, გამოყენებით ლეგალურად შეიძინონ კრიპტოვალუტები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი