ბარტ სმიტმა, რომელიც არის აშშ-ს გლობალური სავაჭრო და ტექნოლოგიური ფირმის Susquehanna-ს ციფრული აქტივის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსის შემცირების პროცესი დროში გაიწელება.
CNBC-სთან საუბრისას, სმიტმა გაიხსენა, რომ 2017 წლის ოქტომბერში ბიტკოინის კურსი საგრძნობლად იყო შემცირებული. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიტკოინი- ეს “ხანგრძლივი თამაშია” და ყველა დიდ იდეას ახასიათებს არასტაბილურობა.
სმიტმა ინტერვიუს დროს ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ დღეს ბიტკონი განიხლება, როგორც “აქტივთა კლასი” და შესაბამისად, მასზე მიმდინარეობს ვაჭრობა. თუმცა მან იქვე გაიხსენა, რომ 2008 წელს ბიტკოინი სხვა მიზნისთვის შეიქმნა.
“გაიხსენეთ, ბიტკოინი 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გამოჩნდა. მოდით ვნახოთ, რა მოხდა შემდეგ წელს. თუ აშშ-სა და ევროპის ცენტრალურ ბანკები ბიტკოინის იდეას ამას გამოაკლებენ მაშინ დაინახავენ, რას ისურვებს და მოიმოქმედებს ხალხი”,-აღნიშნა აშშ-ს გლობალური სავაჭრო და ტექნოლოგიური ფირმის Susquehanna-ს ციფრული აქტივის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესორი ტომ ლის ბოლო განცხადების თანახმად, ბიტკოინის კურსის ამჟამინდელი ვარდნის მიუხედავად, მისი აზრით, კრიპტოვალუტის ფასი წლის ბოლომდე 15.000 დოლარამდე გაიზრდება.