18 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1004

სამუშაო კვირის ბოლოს ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების ფასებმა მკვეთრი ზრდის ტენდენცია დააფიქსირეს.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ცდილობდა 23.240 დოლარის დონესთან მიახლოებას. დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასის ნიშნული 22.806 დოლარს შეადგენდა. დღის მეორე ნახევარში კი თანდათანობით ფასმა ზრდა დაიწყო და 23.238 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 22.399 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბიტკოინის ფასის მსგავსად ეთერიუმის ფასიც გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული 660 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა ფასის კლებაც დაფიქსირდა, როდესაც ეთერიუმის კურსის ნიშნული 632 დოლარზე ჩამოვიდა.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 645.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი