ჩინეთმა კრიპტოვალუტის საერთაშორისო სავაჭრო საიტები დაბლოკა

0
1954

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უცხოური კრიპტოვალუტების ბირჟებისათვის დაბლოკოს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ყველა მათი წინა მცდელობა, რომელიც ადგილობრივ ინვესტორების შემცირებასა და ბიტკოინით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებდა ბოლომდე ვერ მოხერხდა.

ჩინეთის სახალხო ბანკის პოზიცია ასეთია: “ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი მიიღებს ზომებს, რომ ვირტუალური ვალუტა და ICO აიკრძალოს როგორც, ოფიციალურ დონეზე ასევე, ოფშორულ ზონებშიც. მიუხედავად ამისა, მთავრობის მიერ ICO-სა და კრიპტოვალუტის ოფიციალურად აკრალვას არ მოჰყოლია ციფრული ვალუტის ჩინური ბაზრიდან მთლიანი გაქრობა. ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულმა აკრძალვამ განაპირობა ის, რომ ვირტუალურმა ვაჭრობამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაინაცვლა. ამიტომ, უკანონო ვაჭრობასა და ტრანზაქციებთან დაკავშირებით რისკები ჯერ კიდევ არსებობს”.

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ადგილობრივი ბირჟები დახურა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ბიტკოინ სავაჭრო სივრცე იყო, ვაჭრობამ სწრაფადვე გადაინაცვლა ოფშორულ ზონებში, ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და ტოკიოში.

ამასთანავე, არსებობდა საიტები, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ გარკვეული “ნაბიჯების შესრულების” შემდეგ კრიპტოვალუტებით ევაჭრათ. თუმცა, ხელისუფლების მიერ შემოღებული ახალი ნორმების შესაბამისად, ასეთი ტიპის საიტებზე წვდომა უკვე შეუძლებელია.

შემუშავებული ტექნოლოგია ცნობს ყველა საკვანძო სიტყვას. ვისთვისაც უკვე შეუძლებელია საერთაშორისო ბირჟის საიტებზე წვდომა ისღა დარჩენია, რომ დაელოდოს როდის შეასუსტებს მთავრობა კრიპროვალუტასთან დაკავშირებით არალიბერალურ პოლიტიკას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი