იაპონიის გადაზიდვის კომპანია საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

0
1960

იაპონიის გადაზიდვის სერვისის მიმწოდებელი კომპანია, Nippon Yusen-ი იტყობინება, რომ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

1885 წელს დაფუძნებული კომპანია არის იაპონიის უდიდესი გადაზიდვის სერვისის მიმწოდებელი ფირმა. 2018 წელს, 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე, Nippon Yusen-ის შემოსავალი 915.6 მილიარდ იენს შეადგენდა. ეს თანხა ამერიკული დოლარის 8.1 მილიარდის ექვივალენტია.

უნდა აღინიშნოს, რომ Nippon Yusen-ის ინიციატივასთან დაკავშირებით სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ციფრულ ვალუტის გამოშვება გაამარტივებს უშუალოდ მეზღვაურებისთვის ფინანსების მართვას, გაგზავნას ან თანხის კონვერტაციას. ციფრული ვალუტა სავარაუდოდ, აშშ დოლართან მიბმული იქნება, რაც ხელს შეუწყობს კრიპტოვალტის მიმართ კეთილგანწყობის მოპოვებას.

რაც შეეხება უშუალოდ, იაპონიის ცენტრალური ბანკის დამოკიდებულებას ციფრული ვალუტის მიმართ: ოქტომბერში მედიაში გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას არ გეგმავს.

ნაგოიაში, ცენტრალურ იაპონიაში გამართულ შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენება ფულადი სისტემის გაუმჯობესების მიზნით ნაკლებად სავარაუდო იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი