მედია: Blockhain-ი შესაძლოა, აქტიურად ჩაერთოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

0
1451

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსხვილ ტექნიკურ და Blockhain კომპანიებთან ერთად პლატფორმას ქმნის, რომელიც კოროვირუსის პანდემიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პლატფორმა MiPasa ექიმებს COVID-19 გადატანისა და ინფექციური წერტილების ადრეული გამოვლენის საშუალებას მისცემს.

MiPasa შეიქმნა ტექნოლოგიურ კომპანია IBM-ის, კომპიუტერული ფირმა Oracle-ის, Blockhain პლატფორმა Hacera-სა და Microsoft-ის თანამშრომლობის შედეგად.

”MiPasa-ს შეუძლია ადგილობრივი და გლობალური ეპიდემიოლოგიური ტენდენციების მონიტორინგი. ასევე პლატფორმის დახმარებით შესაძლებელია წინასწარ გამოვლენა გეოგრაფიული არეალისა, სადაც მოსალოდნელი იქნება კორონავირუსის აფეთქება”,-ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში კორონავირუსის გამო ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის შესახებ კონფერენცია გადაიდო.

TEAMZ Blockchain Summit-ი, უდიდესი Blockchain კონფერენცია 22-23 აპრილს იაპონიაში უნდა ჩატარებულიყო.

”TEAMZ-ი ყურადღებით აკვირდება კორონავირუსის გლობალურ განვითარებას. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ სამიტზე დამსწრე პირების უსაფრთხოები გამო, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ კონფერენციის სექტემბერში გადადება”,-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი