მალტა არალიცენზირებული ბირჟების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

0
1491

მალტას ფინანსური სერვისების ორგანო კვლავ აგრძელებს არალიცენზირებული კრიპტოვალუტის ბირჟების წინააღმდეგ ბრძოლას.

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მარეგულირებელმა ორი ციფრული ვალუტის ბირჟის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. საქმე ეხება COINMALEX და Crypto Foxtrades.

”ფინანსური სერვისების ორგანო მალტას მოქალაქეებს აფრთხილებს: Crypto Foxtrades და COINMALEX არ არის ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები. მათ არ აქვთ ლიცენზია და არ არიან უფლებამოსილნი უზრუნველყონ სავაჭრო ან სხვა ფინანსური მომსახურება”,-აღნიშნულია ქვეყნის მარეგულირებლის განცხადებაში.

ქვეყნის ფინანსური დამკვირვებელის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორივე კომპანიას ვებსაიტებზე ცრუ ინფორმაცია ჰქონდა გავრცელებული. ვებსაიტების მიხედვით, ბირჟებს ქვეყანაში საქმიანობის უფლება ჰქონდათ და მარეგულირებლის მიერ იყვენენ ლიცენზირებული კომპანიები.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მალტას ფინანსური სერვისების ორგანომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ირწმუნებოდა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ისთვის მას არასდროს გაუცია ნებართვა მუშაობის დაწყებაზე.

საჯარო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცნობებში Binance-ი მოიხსენიებოდა, როგორც მალტაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის კომპანია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი