ტაილანდის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობას ინარჩუნებს

0
1573

ცოტა ხნის წინ, ტაილანდის ბანკმა ადგილობრივ ბანკებს ნება დართო, რომ შეექმნა შვილობილი კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტასთან იქნებიან დაკავშირებულები.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.

პირველ აგვისტოს, ტაილანდის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტაილანდურ ბანკებს შეუძლიათ ციფრული ტოკენების გამოშვება, კრიპტო-ბროკერული მომსახურება და შვილობილი კომპანიების მეშვეობით კრიპტოვალუტაში ინვესტირება.

თუმცა, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბანკები და სხვადასხვა სახის ფინანსური ინსტიტუტები კვლავ თავს იკავებენ კრიპტოვალუტასთან ურთიერთობით.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს უფლება აქვთ შექმნან კრიპტო-გარიგებების ფილიალები, ამ ფილიალებს ეკრძალებათ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობა, რომლებიც ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ არ არის აღიარებული.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შვილობილ კომპანიებს ეკრძალებათ უშუალოდ ინდივიდუალური კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა.

თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს: შვილობილ კომპანიებს უფლება აქვთ უზრუნველყონ საინვესტიციო რესურსი კლიენტებისთვის, რომლის მიზანიც იქნება “ფინანსური ინოვაციების” განვითარება ან ფინანსური მომსახურების ხარისხის გაზრდა. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ტაილანდის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული მარეგულირებელი სისტემით ისარგებლონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი