კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
3638

ამ კვირაში კრიპტოვალუტების ფასმა მკევეთრად მოიმატა. ზოგადად, კრიპტო სფეროში ხშირად დგას პრობლემა იმისა, რომ ზუსტი პროგნოზი არ არსებობს. ციფრული ვალუტის ფასმა 100-დან 100.000-მდე თავისუფლად შეიძლება მოიმატოს.

რაც შეეხება ამ კვირაში მოსალოდნელ მოვლენებს, ანალიტიკოსები მოკლევადიან ზრდის ტენდეციას პროგნოზირებენ.

ბიტკოინი

წინა კვირაში ბიტკოინის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფასის სამომავლოდ ზრდის ტენდენციის ნიშანი, ანალიტიკოსები მომხმარებელში გამოკვეთილად ძლიერი ყიდვის სურვის ვერ ამჩნევენ. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეები სიფრთხილეს იჩენენ.

ბიტკოინის მომავალი სამიზნე ფასი არის 9.400 დოლარი, ხოლო თუ ამ ნიშნულს მიაღწევს შემდეგი ნაბიჯი 10.000 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი ვერ შეძლებს კურსის გაზრდას კრიპტოვალუტა შეიძლება 7.900 დოლარის ნიშნულზე დაბრუნდეს.

ეთერიუმი

ეთერიუმმაც დამაჯერებლად შეძლო კურსის მომატება. ამ ეტაპისთვის ეთერიუმის ფასი იმედისმომცემია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტამ უნდა მოახერხოს 730 დოლარამდე ფასის გაზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები პროგნოზირებენ ეთერიუმის კურსის ზრდას ტრეიდერებს ვაჭრობას მაინც არ ურჩევენ. ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ელოდებიან ეთერიუმის ფასის გრძელვადიან პოზიციას.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მა შეძლო და 1.114 დოლარს მიაღწია.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ზრდას განგრძობს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინ Cash-ის ფასი 1.300-დან 1.600 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები მოვაჭრეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და არსებული მოგების შენარჩუნებას ურჩევენ.

რიპლი

რაც შეეხება რიპლის: წინა ანალიზის დროს ექსპერტების მიერ პროგნოზირებული ხანგრძლივი პოზიციები იყო. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ მარტივად გადაკვეთა პირველი სამიზნე ფასი 0.83 დოლარი, რა დროსაც გარკვეული მოგებებიც კი დაფიქსირდა.

რიპლი მცირე წინააღმდეგობას შესაძლოა, 0.90 დოლარზე გადააწყდეს. თუ ეს წინაღობა გადალახა კრიპტოვალუტა 1.08 დოლარამდე შეძლებს გაზრდას.

ლაიტკოინი

ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ლაიტკოინით აქტიურად ვაჭრობენ. ამჟამად, კრიპტოვალუტა ცდილობს კრიტიკულ წინააღმდეგობას თავი დააღწიოს და ფასის მომატება შეძლოს.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინი კურსის მომატებას შეძლებს პირველი სამიზნე ფასი 178 დოლარია.

ანალიტკოსები ამბობენ, რომ მოვაჭრეების ლოგიკური გაჩერება 127 დოლარზე უნდა იყოს. ეს არის პოზიცია, რომელიც არ იძლევა გამართლებული რისკის შესაძლებლობას. ამდენად, ექსპერტები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ ყიდვა არ იჩქარონ და კრიპტოვალუტის ფასის შედარებით გამყარებას დაელოდონ.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინი ფასის მომატებას ვერ შეძლებს კრიპტოვალუტა 141 დოლარზე დაეცემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი