Binance-ის თურქეთის ფილიალი ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭომ 8 მილიონი ლირით დააჯარიმა

0
866

ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭომ (MASAK) Binance Turkey 8 მილიონი ლირით, რაც დაახლოებით 750,000 დოლარია მას შემდეგ დააჯარიმა, რაც კრიპტოვალუტის ბირჟამ მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა.

უფრო კონკრეტულად კი, ვერ შეძლო ფინანსური კონტროლის ჯგუფის აუდიტის განხორციელება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება.

ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭომ, რომელიც თურქეთის ფინანსური დაზვერვის განყოფილებას ემსახურება, Binance-ის ოპერაციები დანაშაულებრივად ცნო. ბირჟა კანონების დარღვევაშია დადანაშაულებული, რომლებიც აპირებენ კრიმინალური გზით შეძენილი ფულის გათეთრების თავიდან აცილებას.

ადგილობრივი საინფორმაციო მედიის, Anadolu Agency-ს ცნობით, MASAK-მა ჩაატარა კანონის №5549 შემოწმება დანაშაულისგან მიღებული შემოსავლების გათეთრების პრევენციის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონი.

აღნიშნული კანონი თურქეთში კომპანიებს ავალდებულებს, დაადგინონ და გადაამოწმონ კლიენტების პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა გვარი, დაბადების თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ტიპი და ნომერი.

კანონი ასევე ავალდებულებს ბიზნესს დაუყოვნებლივ აცნობოს მთავრობას საეჭვო ქმედებების შესახებ 10 დღის ვადაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი