კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1301

23-დან 31 მარტის ჩათვლით ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევი იყო. კვირის განმავლობაში დაფიქსირდა, როგორც ფასების მატება ისე შემცირება.

ბიტკოინი

კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზე ბიტკოინის ფასი 25 მარტს დაფიქსირდა. ამ დღეს კრიპტოვალუტის კურსი 6.892 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 23 მარტს დაფიქსირდა, რა დროსაც ბიტკოინის კურსმა 5.785 დოლარის ნიშნულამდე დაიწია.

ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი ცდილობს, რომ როგორმე 7.000 დოლარის დონეს მიუახლოვდეს. დღევანდელი მონაცემებით, კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 6.400-სა და 6.500 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარის ნიშნულს დაიკავებს, მომდევნო სამიზნე ფასი 9.000 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 5.660 დოლარამდე დაეცეს. ასეთ დროს ექსპერტები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

ეთერიუმი

23-დან 31 მარტის ჩათვლით ეთერიუმის ფასი 3.77%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 133 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კვირის მანძილზე ეთერიუმის ყველაზე მაღალი ნიშნული 24 მარტს დაფიქსირდა. ამ დღეს ალტკოინის ფასმა 141 დოლარი შეადგინა.

ეთერიუმი კურსის ყველაზე დაბალ ნიშნულზე კი 23 მარტს აღმოჩნდა, რა დროსაც ფასი 121 დოლარს შეადგენდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ფასი 100-სა და 84 დოლარის შუალედში იმოძრავებს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასმა ზრდა მოახერხა მომდევნო სამიზნე დონე 155 დოლარი იქნება.

ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

რიპლი

ამჟამად რიპლის ფასი 0.18 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასი 27 მარტს შეადგენდა 0.18 დოლარს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 23 მარტს დაფიქსირდა – 0.15 დოლარი.

ფასის მატების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 0.22 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი ფასის კლება 0.14 დოლარამდეა მოსალოდნელი.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ბიტკოინ Cash-ი

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ალტკოინის კურსი 200-დან 229 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ის ფასის მაჩვენებელი 222 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო დაწევა. ასეთ დროს შესაძლოა, კურსი 166 დოლარამდეც შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ფასი მოიმატებს მომდევნო დონე 247 დოლარი იქნება. კრიპტოვალუტამ თუკი ეს პოზიცია შეინარჩუნა შესაძლებელი იქნება ფასის 350 დოლარამდე მატება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მაშინ ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას, როდესაც ფასი ზრდას დაიწყებს.

ლაიტკოინი

კვირის განმავლობაში ლაიტკოინის ფასის კლება 1.75%-ს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით, ალტკოინის კურსი 39 დოლარს შეადგენს.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ლაიტკოინის ყველაზე მაღალი დონე 24 მარტს დაფიქსირდა. ფასმა 40 დოლარი შეადგინა. კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 23 მარტს იყო – 35 დოლარი.

ექსპერტების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი კვლავ 35 დოლარზე დაეცეს.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის ფასი მოიმატებს მომდევნო დონე 55 დოლარია.

ექსპერტები მხოლოდ ფასის მატებას დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი