Binance-ი და Mastercard-ი არგენტინაში კრიპტო ბარათებს გამოუშვებენ

0
862

მსხვილი კრიპტოვალურის ბირჟა Binance-ი თანამშრომლობს Mastercard-თან, რათა არგენტინის მოსახლეობისათვის გამოუშვას სპეციალური კრიპტო ბარათები.

Binance-მა განაცხადა, რომ აღნიშნული ბარათი არგენტინაში მის კლიენტებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ბიტკოინი, BNB-ი და სხვა კრიპტოვალუტები შესყიდვების განსახორციელებლად, ასევე ბანკომატიდან ფულის განაღდებისათვის.

ამ მხრივ Mastercard-თან თანამშრომლობა საკმაოდ მომგებიანია, რადგან მას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 90 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

არგენტინის ბარათის მფლობელებს ასევე შეუძლიათ, რომ ბარათით გადახდილი თანხის 8% უკან დაიბრუნონ, გარკვეულ მაღაზიებში ვაჭრობისას.

Binance-ის თქმით, ბარათის გამოშვება, რომელიც მომდევნო კვირაშია დაგეგმილი, იყო გლობალური ხელმისაწვდომობის მიზნის ნაწილი. არგენტინის მაცხოვრებლები პირველები იქნებიან რეგიონში, რომლებსაც ექნებათ წვდომა ბარათებზე, თუმცა ანალოგიური ბარათები დამზადდა უკრაინისათვის ჯერ კიდევ აპრილში და სხვა ევროზონის ქვეყნებისათვის 2020 წელს.

“გადახდები კრიპტოვალუტის გამოყენების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე აშკარა შემთხვევაა, მაგრამ მისი შესყიდვა სხვა სავაჭრო ოპერაციებისათვის ჯერ კიდევ პრობლემაა.“ – განაცხადა მაქსიმილიანო ჰინზმა, Binance-ის გენერალურმა დირექტორმა ლათინურ ამერიკაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი