Concordium-მა და Geely Holding-მა ერთობლივი Blockchain პლატფორმა შექმნეს

0
893

Blockchain პლატფორმა Concordium-მა და Geely Holding-მა, ჩინურმა მრავალეროვნულმა საავტომობილო კომპანიამ, რომელიც მრავალ საავტომობილო ბრენდს აერთიანებს მისი სახელის ქვეშ, მათ შორის Volvo-ს, ერთობლივი Blockchain პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადეს.

ამ ორი კომპანიის საერთო სათაო ოფისი Wuxi-ში (ჩინეთი) დაფუძნდება. პროექტი Blockchain ტექნოლოგიების განვითარებასა და მისი სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც უმეტესად საავტომობილო ინდუსტრიას შეეხება.

Geely Holding-ი დიდი ხანია დაინტერესებულია Blockchain ტექნოლოგიით. მათ გასულ წელს შიდა ციფრული ტექნოლოგიების სექტორი (DTS) შექმნეს, რომელიც მათი შვილობილი კომპანიის მმართველობის ქვეშაა და Blockchain ინვესტირების შესაძლებლობებს იკვლევს.

DTS-მა უკვე შეიმუშავა Blockchain-ის ისეთი სერვისები, როგორიცაა ციფრული ვალუტის მართვის და Blockchain მიკვლევადობის პლატფორმა, რომელებიც უკვე ინტეგრირებულია Geely-ის საავტომობილო პროდუქტებში.

“Geely Holding-სა და Wuxi Economic Development District-ს შორის Blockchain ტექნოლოგიის გარშემო არსებული სიღრმისეული თანამშრომლობა, Wuxi-ში Blockchain ინდუსტრიის განვითარებას დააჩქარებს”,- განაცხადა Geely Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ დონჰუი ლიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი