სანქტ-პეტერბურგის სასამართლო კრიპტოვალუტის შესახებ ვებ-საიტების დაბლოკვის საქმეს ხელახლა გადახედავს

0
2174

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს მოუწოდა, რომ რუსული ვებ-გვერდებიდან კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციის აკრძალივს საქმეს გადახედოს.

2016 წლის ზაფხულში, სანკტ-პეტერბურგის ვიბორგსკის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის განცხადება დააკმაყოფილა და დაბლოკა ვებ-საიტი Bitcoininfo.ru.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ბიტკოინის შესახებ, რომლის სათაურიც ასე ჟღერდა: “ვირტუალური გადახდის ინსტრუმენტი და დანაზოგის საშულება”, არღვევდა ფედერალურ ნორმას: “რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის (რუსეთის ბანკის) შესახებ”.

2017 წლის ივლისში სანკტ-პეტერბურგის ოქტიაბრისკის რაიონულმა სასამართლომ 40 საიტის დაბლოკვა ბრძანა, რომელიც კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციებს შეიცავდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საიტები “ფარული ეკონომიკის” ზრდას უწყობდნენ ხელს.

2018 წელს ამ მხრივ წინსვლა იყო. გასულ თვეს სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ განიხილა საჩივარი კრიპტოვალუტის ვებ-საიტის შესახებ და ბრძანა, რომ საიტი არ უნდა დაიბლოკოს.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, რუსეთის მთავრობამ Telegram-ი დაბლოკა. ამის მიზეზი კი, პირველადი მონეტარული შეთავაზება (ICO) გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი