კატარის ცენტრალური ბანკი (QCB) ციფრული ვალუტის გაშვებისა და ციფრული ბანკის ლიცენზიების გაცემის შესაძლებლობას იკვლევს.
QCB-ის FinTech-ის განყოფილების ხელმძღვანელის, ალანოდ აბდულა ალ მუფთაჰის განცხადებით, აღნიშნული კვლევები სამომავლო მიმართულებების განსაზღვრისათვისაა საჭირო.
ალ მუფტაჰმა აღნიშნა, რომ QCB-ი ასევე განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა კატარს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნა.
„თითოეულმა ცენტრალურმა ბანკმა უნდა შეისწავლოს ციფრული ბანკინგი, თუ მათ მზარდ მნიშვნელობას გავითვალისწინებთ გლობალურ ბაზარზე. ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური ბაზარი ციფრული ვალუტის პერსპექტიულობაზე მიუთითებს. თუმცა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს შესწავლა”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის FinTech-ის განყოფილების ხელმძღვანელმა.
ალ მუფტაჰმა ასევე აღნიშნა, რომ გადახდების სექტორის სამი კომპანია ცენტრალურ ბანკთან ურთიერთთანამშრომლობას დაიწყებს.
თუმცა QCB-ი სხვა კომპანიებსაც განიხილავს აღნიშნული სერვისების შესასრულებლად, რომლებიც თანახმა არიან მარეგულირებელი წესების დაცვით იმოქმედონ.