23 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
885

ოთხშაბათს, 23 მარტს ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა.

გუშინ კრიპტოვალუტების ფასების ზრდა არცთუ ისე დიდი იყო, მაგრამ კურსის გაუმჯობესება აშკარად შეიმჩნეოდა.

გუშინ ბიტკოინის ფასი 43,124 დოლარზეც კი დაფიქსირდა. 23 მარტს კი ბიტკოინის ფასი 42,171 დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 0.8%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბიტკოინის ფასის მსგავსად ეთერიუმის ფასიც შემცირდა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული 2,958 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ეთერიუმის ფასი 3.000 დოლარის დონეს ასცდა.

დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი დონე 3,040 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 911 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი