Blockchain კომპანია Bitfury-მ კანადაში, კერძოდ ონტარიოში, კრიპტოვალუტის მაინინგის მონაცემთა ახალი ცენტრის ამუშავების შესახებ განაცხადა.
როგორც ცნობილი გახდა, კრიპტო მაინინგ ცენტრი არსებულ, კანადური საიტების სიას დაემატება, რომლებიც ამჟამად Drumheller-ში, Alberta-სა და Medicine Hat-ში მოქმედებენ.
Bitfury თანამშრომლობდა Hut 8 Mining-თან, ტორონტოს საფონდო ბირჟაზე შესული ბიტკოინის მაინინგ კომპანიასთან, რათა მაინინგ ოპერაციები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე დაეწყო. აღნიშნული ობიექტი, სავარაუდოდ, 16 მეგავატიან სიმძლავრეზე დაიწყებს მუშაობს.
განცხადების თანახმად, Bitfury-ი 12 მეგავატით გაზრდის სიმძლავრეს მაისის ბოლომდე და საერთო ჯამში ამ პერიოდისათვის მისი სიმძლავრე 28 მეგავატი იქნება.
თუმცა კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ობიექტის პოტენციალი ბევრად დიდია და მისი სიმძლავრის გაზრდა 200 მეგავატამდეა შესაძლებელი.
”ჩრდილოეთი ამერიკა აგრძელებს Bitfury-ისა და სხვა ციფრული ვალუტების მაინინგის კომპანიებისათვის მიმზიდველ ლოკაციად დარჩენას. ეს ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაღრმავებთ ინდუსტრიას”,- განაცხადა Bitfury-ის მონაცემთა ცენტრის განვითარებისა და ექსპლუატაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ ბლინკოვმა.