სენატში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა

0
1520

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე არ ღირს კრიპტოვალუტის საფინანსო სექტორში ჩართვა.

თუმცა სენატის განცხადებაშია აღნიშნული, რომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი სწორი პოლიტიკით უნდა მოგვარდეს.

”მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია საბანკო სექტორში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მე მჯერა, რომ საუკეთესო გამოსავალია ფინანსური ინკლუზიურობისა და საბანკო კაპიტალის პრობლემების მოგვარება”,- განაცხადა იურისტმა მერსა ბარადარენმა.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა სენატორების, მაიკ კრეპოსა და შეროდ ბრაუნის მოსაზრება ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით. მათ კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს.

“ჩვენ უნდა შევქმნათ მონაცემთა დაცვის სისტემა, უნდა გადავიდეთ ყოვლისმომცველ მიდგომაზე. თუმცა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზუსტად როგორი იქნება სტრუქტურა”,- განაცხადა მაიკ კრეპომ.

სენატორი შეროდ ბრაუნი კოლეგას დაეთანხმა და განაცხადა, რომ რთული იქნება რაღაც ყოვლისმომცველის შექმნა, მაგრამ იმედი აქვს, რომ სენატი ამას შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი