ირანის ინდუსტრიის, მაინინგისა და ვაჭრობის სამინისტრომ ლიცენზია თურქულ კომპანიას iMiner-ს მიანიჭა.
როგორც ცნობილია, თურქული კომპანია სემნანის პროვინციაში დაიწყებს მუშაობას.
29 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თურქეთში დაფუძნებულმა კომპანიამ თითქმის 7,3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ირანის სემნანის პროვინციაში.
კომპანიის განცხადებით მიხედვით, 6000 მაინინგისთვის საჭირო კომპიუტერით მოხდება ბიტკოინის მოპოვება.
უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის სექტემბერში ირანის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი მიანიჭა.
ეს გადაწყვეტილება კაბინეტმა პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თავმჯდომარეობით მიიღო.
ამ საკითხის შესახებ ირანული მედია წერდა, რომ ბევრი ექსპერტი ამ საკითხს განიხილავდა, როგორც ირანში კრიპტოვალუტის ლეგალურად აღიარების პირველ ნაბიჯს.
ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი მიდგომით ირანი აშშ-ს სანქციების დაძლევას მოახერხებდა.
ამასთანავე, დღესდღეობით ყველა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია, რომელსაც სურს მუშაობის დაწყება ვალდებულია ოფიციალური რეგისტრაცია გაიაროს.
დარეგისტრირების შემდეგ კომპანია ლიცენზიას იღებს. თუმცა ლიცენზიის მისაღებად კომპანიებმა სრული ინფორმაცია უნდა წარადგინონ.