სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტით ფულის გათეთრების რისკებს ამცირებს

0
1491

10 ივლისს სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანომ სემინარს უმასპინძლა, რომელზეც კრიპტოვალუტების გამოყენებით ფულის გათეთრებასა და მასთან დაკავშირებულ თემებზე იყო საუბარი.

როგორც ცნობილია, სემინარზე განხილული იყო ფულის გათეთრების პრევენციის სისტემის შექმნა, რომელიც კრიპტო ოპერაციებს მეთვალყურეობას გაუწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივას ხელმძღვანელობს დემოკრატიული პარტიის კონგრესმენი, ლი სოო-ჯინი. სემინარს ასევე შეურთდა Blockchain სამართლის ასოციაცია.

კანონი, რომელიც უკვე დამტკიცებულია ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, მიზნად ისახავს ციფრული აქტივების ბიზნესის ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესებას, რომელიც მოიცავს მომხმარებელთა იდენტიფიკაციას. ასევე მნიშვნელოვანია ბირჟებისთვის ფულის გათეთრების პრევენციის ვალდებულებების დაწესებაც.

“Blockchain ტექნოლოგია ციფრული ეკონომიკის საფუძველია. ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის საკითხი, მაგრამ რადგან დამნაშავეები ციფრულ ვალუტას არაკანონიერი საქმისთვის იყენებენ ეს ნეგატიურად აისახება მთლიანად ციფრული სექტორის შემდგომ განვითარებაზე.

ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ დაწესებული რეგულაცია პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ამასთანავე, საჭიროა ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით საგამოძიებო უწყებებთან ტექნიკური თანამშრომლობა”,-აღნიშნა დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი