Binance-ის თანადამფუძნებელი: 2019 წელს კრიპტოვალუტის კურსი გაუმჯობესდება

0
1381

ჩენგპენგ ჯაომ 2018 წელს ციფრული ვალუტების კურსის კორექტირების წელიწადი უწოდა. ის იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი გაცილებით უკეთ წარიმართება.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა. ჯაომ ასევე ისაუბრა კრიპტოვალუტის ბაზარზე, რომელიც ნოემბრის თვეში განსაკუთრებით შემცირდა.

ჩენგპენგ ჯაო თანადამფუძნებელი არის ისეთი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟის, როგორიც არის Binance-ი. მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიის პოლიტიკა არ შეცვლილა და Binance-ი კვლავ გაგრძელებს საკმაოდ “აგრესიული” ნაბიჯების გადადგმას.

ნოემბრის თვეში Binance-მა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კრიპტობირჟის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მექანიზმმა “იცნობდე შენს მომხმარებელს” კომპანიას საშუალება მისცა თავიდან აერიდებინა ყალბი მომხმარებლის ანგარიშები. ეს კი, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო რისკებთან, რომელიც ფულის გათეთრებას ან სხვა კრიმინალურ საქმიანობას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ Binance-ის ერთ-ერთი ბოლო პროექტი უგანდაში ბირჟის გახსნა იყო. პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ ახალი ფილიალი უგანდის შილინგით განახორციელებდა ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი