ინდოეთში დაფუძნებულმა კრიპტობირჟებმა ციფრული ვალუტის ლობირება გააძლიერეს

0
1357

ინდოეთში მოღვაწე ციფრული ვალუტის ბირჟები კრიპტოვალუტის აკრძალვის თავიდან ასაცილებლად კრიპტო სექტორის ლობირებას აქტიურად განაგრძობენ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის ბირჟის WazirX– ის აღმასრულებელი დირექტორი, ნისჩალ შეტი და ინდუსტრიის სხვა დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მთავრობა დაარწმუნონ კრიპტოვალუტისთვის მკაფიო მარეგულირებელი სისტემის შექმნაში.

The Economic Times-ის თანახმად, ქვეყნის Blockchain და კრიპტო სექტორის წარმომადგენლებმა შეადგინეს ნოტა, რომელშიც აღწერილია რეკომენდაციები კრიპტო რეგულაციებისათვის.

საბჭოს მიერ შემოთავაზებული მარეგულირებელი სისტემა შეიცავს ისეთ საკითხს, როგორიცაა ფულის გათეთრების თავიდან არიდება.

აღნიშნული ჩართულობისა და აქტიურობის მიზეზი გახდა ინდოეთის მთავრობის ნეგატიური დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ, რომლის შეცვლასაც საკუთარი ძალებით ცდილობენ ადგილობრივი კრიპტოვალუტის მფლობელი კომპანიები.

ამრიგად, საბჭო გეგმავს რეკომენდაციები წარუდგინოს ისეთ სამთავრობო უწყებებს, როგორიცაა ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო და ეკონომიკურ საქმეთა დეპარტამენტი.

ნისჩალ შეტი აცხადებს, რომ მათ ორი თვე დასჭირდათ მთავრობის მხრიდან კრიპტოვალუტის საწინააღმდეგო არგუმენტების შესასწავლად, რისი გათვალისწინებითაც შეადგინეს ისეთი რეგულაციების შეთავაზეები, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე კმაყოფილი უნდა დარჩეს. WazirX–ის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ მათი შეთავაზება განხილვადია და ის მთავრობამ სერიოზულად უნდა მიიღოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი