Solana Ecosystem-ი სტრატეგიულ ინვესტიციებში 40 მილიონ აშშ დოლარს კრიპტო ბირჟებისგან მიიღებს

0
1056

Solana-ს ფონდის საგრანტო პროგრამამ, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის Blockchain-ზე, თანამშრომლობა დაიწყო კრიპტოვალუტის ბირჟებთან.

კომპანია OKEx-თან და MXC-თან თანამშრომლობს, რათა შექმნას ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საინვესტიციო ფონდი, რომლებიც მიზნად ისახავენ ეკოსისტემის გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ Solana-მ ბოლო ორი წლის განმავლობაში 50-მდე მსგავსი პროექტი განახორციელა.

ამ ორი ფონდის დახმარებით, რომელთა კოლექტიური ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარი იქნება, Solana თავის დეცენტრლიზებულ პროგრამებსა და პროტოკოლებს უფრო აქტიურად გაიტანს ბაზარზე.

Solana-ს ფონდის პრეზიდენტმა, ანატოლი იაკოვენკომ განაცხადა, რომ Blockchain პლატფორმამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი ადამიანი დააინტერესა, როგორც პროექტების მოცულობის, ისე აქტიური დეველოპერების თვალსაზრისით.

როგორც ცნობილია, OKEx–ის შემოწირულობა Block Dream Fund–ის საშუალებით მოხდება. ფონდი დაარსდა 2021 წლის თებერვალში 100 მილიონი აშშ დოლარის საწყისი კაპიტალით.

MXC Exchange-ის აზიის სავაჭრო კრიპტოვალუტის პლატფორმის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ Solana-სთან პარტნიორობა ბუნებრივად უკავშირდება ბირჟის ხედვასა და სამომავლო განვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი