გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა რისკის შემცველია

0
1711

გერმანიის ფინანსთა სამინისტრო ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის კონცეფციას ძალიან რთულად განხორციელებადს უწოდებს.

ფინანსთა სამინისტრომ თავისი პოზიცია დააფიქსირა მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის გერჰარდ შიქსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე.

“გერმანიასა და ევროზონაში ჯერჯერობით არ არსებობს დამაჯერებელი მიზეზები ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ”,- განაცხადა მინისტრმა.

ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებელი, მათ შორის სწრაფი საბანკო გადარიცხვები, ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა გზებით. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის საკითხი რისკებს შეიცავს, რომლებიც ჯერჯერობით არ არის კარგად გააზრებული.

სამინისტრო წერს, რომ ცენტრალური ბანკი ფინანსურ სისტემაში უფრო ძლიერი პოზიციებს დაიკავებს, როდესაც საქმე კრიპტოვალუტის გამოშვებას შეეხება.

ფინანსთა სამინისტრო ასევე შიშობს, რომ კრიზისის დროს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტით არსებული თანხების გაკოტრება მოხდება უფრო სწრაფად და უფრო ფართო მასშტაბით ტრანზაქციის იაფი საფასურის გამო.

ამასთანავე, მთავრობის ოფიციალური პირები ასევე ამტკიცებენ, რომ ბანკის მიერ გამოცემულ ციფრულ ვალუტას გაუჭირდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი