ინდოეთში კრიპტოკომპანიებსა და ცენტრალურ ბანკს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს

0
2241

ინდოეთის უზენაეს სასამართლოში კრიპტობიზნესისა და ბანკების სამართლებრივი დავა განიხილება. საქმე ეხება ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის მომსახურეობაზე უარის თქმას.

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ბანკის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა ემზადება პეტიციის შემუშავებისთვის, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც თავის მხრივ, ბანკი არაკონსტიტუციურად სცნობს.

ინდოეთის ინტერნეტისა და მობილური კავშირის ასოციაცია, რომლის წევრიც რამიდენიმე კრიპტოვალუტის ბირჟა არის უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას ესწრებოდა.

17 მაისის მოსმენაზე, ქვეყნის ინტერნეტისა და მობილური კავშირის ასოციაციამ ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ კონკრეტული დოკუმენტები წარმოადგინა.

“ჩვენ წარმოვადგინეთ დეტალური პრეზენტაცია, რომელსაც შეეძლო ცენტრალური ბანკის საქმიანობისთვის მოეფინა ნათელი, თუ რა არის Blockchain-ი, როგორ მუშაობს ბირჟები და ა.შ. დღეს უზენაესმა სასამართლომ ასევე დაავალა ცენტრალურ ბანკს, რომ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ფირმების მიერ წარმოდგენილ პრეტენზიებზე რეაგირება მოახდინოს”,- განაცხადა კრიპტოვალუტის ბირჟა WazirX-ის აღმასრულებლმა დირექტორმა ნიშალ შეთიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი