ინგლისის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი, ჯონ კანლიფი ამბობს, რომ ბანკები უნდა მოერგონ ციფრული აქტივების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს.
Blockchain ტექნოლოგია და ციფრული აქტივები ხალხს სთავაზობს საკუთარი აქტივების შენახვის შესაძლებლობას, რაც საფრთხეს უქმნის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ.
ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილის, ჯონ კანლიფის აზრით, დარწმუნება, რომ ბანკები რჩებიან შესაბამისობაში, არ არის ინგლისის ცენტრალური ბანკის დავალებების ჩამონათვალში.
”ჩვენი საქმე არ არის ბანკის ბიზნეს მოდელების დაცვა. ბანკებს მოუწევთ ცვლილებების მიღება”-აღნიშნა ჯონ კანლიფმა.
”ბიტკოინს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა იმ გაგებით, რომ ის ხალხს სურს”, – განაცხადა ერთი თვის წინ ენდრიუ ბეილიმ.
ინგლისის ბანკის მმართველის, ენდრიუ ბეილის პოზიცია კრიპტოვალუტაზე, როგორც ჩანს, არ შეცვლილა პანდემიის ფონზე ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად.
“როიტერის” ინფორმაციის თანახმად, ენდრიუ ბეილიმ ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოების წევრებთან კითხვა-პასუხის სესიაზე.
მან განაცხადა, რომ იგი “ძალიან ნერვიულობდა” ადამიანებზე, რომლებიც იყენებენ ბიტკოინს გადასახადებისთვის. მმართველის თქმით, ხალხმა უნდა გაითვალისწინოს აქტივის ცვალებადობა, როდესაც ინვესტიციის დრო დგება.
”სიმართლე გითხრათ, ძნელია იმის დანახვა, რომ ბიტკოინს აქვს ის, რასაც ჩვენ “შინაგან ღირებულებას” ვუწოდებთ”, – თქვა ბეილიმ.