Circle-მა ოფისი სინგაპურში გახსნა

0
930

Circle-ი მიზნად ისახავს აზიის რეგიონის კრიპტოვალუტის ბაზრის ათვისებას. Circle-მა სინგაპური რეგიონალური შტაბის დასაარსებლად აირჩია.

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია ასევე აყალიბებს საინვესტიციო ჯგუფს, სახელწოდებით Circle Ventures-ი. ამის შესახებ Circle-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯერემი ელაიერის კომენტარით გახდა ცნობილი.

ჯგუფის პირველი ინვესტიცია ფოკუსირებული იქნება იაპონური იენის სტაბილკოინზე.

ჯერემი ელაიერმა აღნიშნა, რომ კომპანია აზიის ბაზრებზე მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხედავს. ის სტაბილკოინისგან მოგების მიღებას ელოდება.

Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დაამატა, რომ ინფლაციის გარემო და შემოსავლის ძიება, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვევს ბაზრების გადასვლას სტაბილკოინებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს სურს ფოკუსირება მოახდინოს ბიტკოინზე, ჩვენ, ვფიქრობთ, რომ კორპორაციებში კაპტალის განაწილება სხვა მხრივაცაა შესაძლებელი”,- განაცხადა ჯერემი ელაიერმა.

ამჟამად, Circle-ი სინგაპურში ოფისის მოწყობაზე მუშაობს. კომპანიის გეგმების თანახმად, USDC-ი ერთ-ერთი პირველი გლობალური სტაბილკოინი იქნება, რომელიც სინგაპურის მარეგულირებლისგან ლიცენზიას მიიღებს.

კომპანია მუშაობს სინგაპურის სავალუტო ორგანოსთან, რათა USDC-ის გამოშვება დაიწყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი