Blockchain პლატფორმას ყალბი ვისკის გამოსამჟღავნებლად გამოიყენებენ

0
1201

გლაზგოს უნივერსიტეტი კომპანია Everledger-თან თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის მიზანია ყალბი ვისკის აღმოჩენა.

იშვიათი ვისკის ნიმუშებზე უპრეცედენტო წვდომის გამოყენებით შემუშავდა მეთოდი ყველა ტიპის რთველის ვისკის ასაკის დასადგენად, რომელიც ორი წლის სიზუსტით ახდენს ასაკის დადგენას.

შოტლანდიის ვისკის წამყვანი ბრენდები სპეციალურ ავტორიზაციის სერვისს იყენებენ.

ახალი პარტნიორობა საშუალებას იძლევა Everledger-ის ტექნოლოგიების გამოყენებით დადგინდეს ბოთლის ასაკი.

NFC ჩიპების გამოყენებით კი შეიქმნება ელექტრონული დოკუმენტი.

უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში Blockchain ტექნოლოგია დანერგილია.

ჯინის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია Blockchain ტექნოლოგიას უკვე იყენებს.

ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელმა კომპანიამ block42-თან დაიწყო პარტნიორობა.

კომპანიის მიერ გამოშვებული ჯინი, მოთავსებულია ბოთლში, რომელიც აღჭურვილია block42 და Blockchain ICON-ის ჩიპებით, რაც ხელს უწყობს ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციას იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ციფრულ გადარიცხვებსა და მობილურ სერვისებს იყენებენ.

NFC ჩიპები კი გამოიყენება უკონტაქტო და მობილური გადახდის სისტემებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი