საბანკო ჯგუფი Santander-ი რიპლისთან ითანამშრომლებს

0
1911

საბანკო ჯგუფი Santander-ი პარტნიორობას რიპლისთან გეგმავს. პარტნიორობის მიზანია საერთაშორისო სავაჭრო აპლიკაციის შექმნა რიპლის Blockchain xCurrent და RippleNet პლატფორმების გამოყენებით.

ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

აპლიკაციასთან დაკავშირებით, 23 მარტს, ლონდონში გამართულ Fintech-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ბრიტანეთის Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათან ბოსტოკმა განაცხადა:

“ჩვენ ვიქნებით პირველი მსხვილი ბანკი, რომელიც გადახდის საერთაშორისო სისტემას Blockchain-ის დახმარებით განახორციელებს”.

ამ წლის იანვრის ბოლოს, Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ბოტინმა 2017 წლის კომპანიის საშემოსავლო პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ეს პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ესპანეთში, ბრაზილიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთში.

Business Insider-ის ინფორმაციის თანახმად, Santander-ი ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში რიპლისთან თანამშორმლობდა. თანამშრომლობა მომსახურეობის შემოწმებას გულისხმობოდა. რიპლის მომსახურეობის დატესტვა ორ კომპანიაში მიმდინარეობდა. ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ რიპლით გადარიცხვას 24 საათზე ნაკლები დრო სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ რიპლი MoneyGram-თან თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანს ტრადიციული ვალუტებით გადარიცხვების ხანგრძლივი პროცესის შემცირება წარმოადგენს.

რიპლის ქვეყნის შიდა გადახდის სისტემით ასევე, სარგებლობს იაპონიის 61 ბანკისგან შემდგარი გაერთიანება. ხოლო, სამხრეთ კორეის ბანკი რიპლის საერთაშორისო გადარიცხვების სისტემას აქტიურად იყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი