ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე Blockchain-ის განვითარების ინიციატივით გამოდის

0
1249

ჩინეთის პარლამენტი მთავრობას სთავაზობს, რომ Blockchain ტექნოლოგიის ფონდი განავითაროს, რათა სახელმწიფო მართვის სისტემა დაიხვეწოს.

ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯიქიქ ტენმა წამოაყენა წინადადება, რომელიც Blockchain ინდუსტრიის განვითარებას ეხება. თუკი ეს ფონდი შეიქმნა მაშინ მთავრობა ფონდის მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი.

ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს Blockchain ტექნოლოგიის კომპანიების განვითარებას და ზრდას. ასევე მნიშვნელოვანია ინოვაციური ტექნოლოგიის წახალისება და ციფრულ სივრცეში არაერთი პროექტის განხორციელება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო ბანკის ფინანსური ტექნოლოგიის კომიტეტმა მაისის დასაწყისში პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ, ფან იეფუმ განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის ადაპტირების სტრატეგია.

რამდენიმე დღის წინ ჩინურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ფინანსური ტექნოლოგიის წარმომადგენლებს არაოფიციალურად შეხვდა.

მოლაპარაკებების დროს ფან იეფმ ხაზი გაუსვა Blockchain და fintech ინდუსტრიების მნიშვნელობას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ღიად ცდილობს უზრუნველყოს Blockchain ტექნოლოგიის 2021 წლამდე ადაპტირება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი