იაპონიის ბანკი: Libra-ს რეგულაცია უნდა დავუწესოთ

0
1720

იაპონიის ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ციფრული ვალუტების რეგულირებას.

ციფრული ვალუტების რეგულირებაში, რა თქმა უნდა, Facebook–ის კრიპტოვალუტაც იგულისხმება.

“როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, ოსაკაში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჰარუიკო კუროდამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ უზრუნველყონ რეგულირების უმაღლესი დონის გამოყენება.

”თუ Libra-ს ოპერირების ნებართვა ექნება, ამან შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე”,- განაცხადა იაპონიის ბანკის ხელმძღვანელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ იაპონიის ხელისუფლებამ Facebook-ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის შესახებ კვლევა დაიწყო.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იაპონიის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო Libra-ს მოსალოდნელი გავლენების შეფასება.

მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის ამოცანაა გამოიკვლიოს გავლენა საგადასახადო პოლიტიკაზე.

იაპონიის საფინანსო ორგანოს ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა გარკვეულ მარეგულირებელ წესებს უნდა დაემორჩილოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი