კრიპტობირჟა Gemini რეგულაციის მომხრეა

0
1477

გასულ კვირას, ნიუ–იორკის სახელმწიფო ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა ლიცენზიის სამართლებრივი პრინციპების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟა, Gemini დეპარტამენტის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.

”შემოთავაზებული პირობითი ლიცენზირების სტრუქტურა არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც ფინანსური მომსახურების დეპარტამენტი გადადგამს, რათა უზრუნველყოს ამ ინდუსტრიის ზრდა და ინოვაცია. ასე რომ, სექტორი უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გხდება მომხმარებლებისთვის”,- მედიასთან საუბრის დროს განაცხადა Gemini-ს წარმომადგენელმა, ნოა ფერლმენმა.

2020 წლის 25 ივნისს ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ლიცენზიის მიღება მოთხოვნილი მარეგულირებელი პარამეტრების სრულყოფილად დაკმაყოფილებას გულისხმობდა.

”ჩვენ ნიუ–იორკის შტატში შტაბ-ბინა განვათავსეთ და ამით გავითვალისწინეთ დამატებითი მარეგულირებელი “დაბრკოლებები”, რაც ფინანსური მომსახურების დეპარტამენტისგან მოდიოდა. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ამით ნდობა მოვიპოვეთ.

კრიპტოვალუტის რეგულირების გააზრებული მიდგომა ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას. კრიპტობირჟა დაარსდა იმ პრინციპიზე, რომ გააზრებული რეგულაცია ციფრული ვალუტის სექტორზე პოზიტიურად იმოქმედებდა და ინოვაციას წინსვლაში დაეხმარებოდა”,- აღნიშნა ნოა ფერლმენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი