იაპონია ICO-ს რეგულაციას განიხილავს

0
3069

იაპონიის სახელმწიფო ფინანსური სამსახური ICO-ს რეგულაციას გეგმავს. შესაბამისად, რეგულაცია შეეხება იმ კომპანიებს, რომელიბიც ICO-ში კაპიტალდაბანდებას ახორციელებენ.

ადგილობრივი გაზეთის Sankei Shimbun-ის ინფორმაციით, ფინანსური მომსახურების სააგენტო ხელახლა განიხილავს ICO-ს რეგულაციის ვარიანტებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამჟამად, იაპონიას მკაფიო რეგულაციები ICO-სთან დაკავშირებით არ აქვს.

გასული წლის აპრილში ძალაში შევიდა ბიტკოინის დაბეგვრის კანონი, თუმცა ეს კანონი ICO-ს სამართლებრივ სტატუსს არ განსაზღვრავდა.

“არსებობს კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა და ფინანსური სერვისების სამსახური გეგმავს განიხილოს კანონთან შეუსაბამო პირველადი მონეტარული შეთავაზების საქმიანობა”,- ნათქვამია სტატიაში.

ფინანსურმა სერვისების სამსახურმა მონიტორინგი უკვე დაიწყო. განსაკუთრებული ყურადღება ექცვა იმ ინვესტორებს, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან შემჩნეულნი.

შეგახსნებთ, რომ ავსტრიის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ICO-სა და კრიპტოვალუტის რეგულაციას გეგმავს. ავსტრიაში ციფრული ვალუტა ოქროსა და დერივატებისათვის განკუთვნილი მოდელით დარეგულირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი