ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი: ციფრული ვალუტის შესწავლას დრო სჭირდება

0
1312

ჩინეთის მთავრობას ციფრული ვალუტის გამოშვების კონკრეტული თარიღი ჯერ არ დაუსახელებია.

როგორც ადგილობრივი ინგლისურენოვანი გაზეთი, Global Times-ი წერს, ჩინეთის სახალხო ბანკი აცხადებს, რომ ოფიციალური პეკინი მზად არ არის ახალი ფინანსური აქტივის გამოსაშვებად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ციფრული ვალუტის კვლევას დიდ ყურადღებას უთმობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა რისკების კვლევა, ტესტირება და შედეგების შეფასება.

“ჩინეთის სახალხო ბანკის კვლევამ და ციფრული ვალუტის განვითარებამ მიაღწია პროგრესს, მაგრამ ქვეყანას ჯერ არ აქვს ციფრული ვალუტის ამოქმედების გრაფიკი”, – განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიით ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბანკი ციფრულ ვალუტას 2019 წლის შემოდგომაზე გამოუშვებდა.

თუმცა ცოტა ხნის წინ, Global Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოემბერში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა მიმოქცევაში არ ჩაეშვებოდა.

”ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა არ დაადასტურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, რომელიც უახლოეს თვეებში კრიპტოვალუტის შექმნას ეხებოდა. ამ განცხადებას ბანკმა “არაზუსტი სპეკულაცია” უწოდა”,- ნათქვამი იყო გაზეთის Twitter-ის პოსტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი