Chainalysis: კრიპტოვალუტის მოხმარების მიხედვით, დასავლეთ ევროპის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა ათეულში

0
1037

Chainalysis-ის მიერ გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა მონაცემებმა გამოავლინა რომ უკრაინა 2020 წელს პირველ ადგილს იკავებს გლობალურ კრიპტოვალუტის ინდექსში, მას მოსდევს რუსეთი და ვენესუელა.

ინდექსი მიმოიხილავს სამ ქსელურ მეტრს: ერთეულზე შეძენილი კრიპტო ოპერაციების მთლიანი ღირებულება, შეფარდებული ერთ სულ მოსახლეზე (PPP), ქსელური საცალო გადარიცხვების ღირებულება შეფარდებული PPP-ით და ქსელური კრიპტო დეპოზიტების რაოდენობა, ასებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობით.

მოხსენება აჩვენებს მრავალი ქვეყნის კრიპტო სექტორების განვითარების არათანაბარ დონეს.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი ღირებულების მაჩვენებლის ინდექსით ჩინეთი მოწინავე პოზიციებიდან ჩაომქვეითდა მეოთხე დონემდე.

ამის საპირისპიროდ, ხუთეულში მოხვდნენ ვენესუელა და კენია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მაჩვენებლებით ათეულშიც ვერ შევიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკას 4 მაჩვენებლიდან სამში კარგი შედეგი აქვს, ამერიკა ადგილობრივი რეგულირებადი ბირჟების ხარჯზე მაინც მოახერხებს ამ ქვეყნებზე მოწინავე პოზიციების დაკავებას.

ანგარიშში ასევე საუბარია ვიტნამზე, რომელიც მეორე ადგილს იკავებს საცალო ვაჭრობების ინდექსში, მიუხედავად მათი მთავრობის ნაადრევი, მაგრამ მკაცრი რეგულაციებისა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიპტოვალუტის მოხმარების მიხედვით, დასავლეთ ევროპის არცერთი ქვეყანა არაა ათეულში მოხვედრილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი