იაპონიის საფინანსო მომსახურების უმსხვილესი კომპანია SBI Holdings-ი გეგმავს, რომ ზაფხულში კრიპტოვალუტის ბირჟა დააფუძნოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider Japan-ი ავრცელებს.
კომპანიის პრეზიდენტის იოშიტაკა კიტაოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ SBI ისეთ ვირტუალურ ვალუტებს შეუწყობს ხელს, როგორიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და ბიტკოინ Cash-ი.
მიუხედავად იმისა, რომ ბირჟის გახსნის თარიღი უცნობი რჩება, SBI- ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირჟა ძალიან მალე გაიხსნება.
SBI Group-მა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ პირველად 2016 წლის ოქტომბერში განაცხადა.
2017 წლის დეკემბერში SBI-მ კი განაცხადა, რომ იგი პარტნიორობას იწყებდა ბიტკოინის სავაჭრო პლატფორმა Huobi-სთან.
მარტში, SBI-მ გადადო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ბირჟის დაარსება.
მოგვიანებით კი თქვეს, რომ ეს არ გაკეთდა, რადგან ამის მიზეზი Coincheck-ზე ჰაკერების თავდასხმა იყო.
შეგახსენებთ, რომ მარტში, SBI Holdings-მა ტაივანის კრიპტოვალუტის საბანკო საფულე, კომპანია CoolBitX-ის 40% შეისყიდა.