ინდოეთის საკანონმდებლო ორგანო კვლავ კრიპტო კანონპროექტზე მსჯელობს

0
1151

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის პარლამენტი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტი, რასაკვირველია, ზოგადად კრიპტოვალუტისა და ციფრული რუპიის რეგულაციას შეეხება.

CNBC-TV18-ის ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის მთავრობამ შესაძლოა, შემოიღოს უმკაცრესი წესდება და ქვეყანაში კრიპტოვალუტის გამოყენება საერთოდ აკრძალოს. თუმცა დაუშვას ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული რუპია.

შესაბამისად, მოსალოდნელია, ციფრული რუპიისთვის მარეგულირებელი სისტემის შექმნა. საინფორმაციო საშუალებამ დაანონსა, რომ მხარეებმა უკვე დაიწყეს განკარგულების პროექტის მომზადება, რომლის მიზანია კრიპტო კანონის შემოღება და აღსრულება მისი გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში.

კრიპტოვალუტის ბირჟის Cashaa-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კუმარ გაურავი კი მიიჩნევს, რომ ინდოეთის მთავრობის ბოლო აქტივობა, რომელიც ციფრული ვალუტების დარეგულირებისკენ არის მიმართული უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად მიიღება.

კუმარ გაურავი აცხადებს, რომ არცერთ მთავრობას არ შეუძლია აკრძალოს კრიპტოვალუტის მიღება, მისი ბუნებიდან გამომდინარე, რადგან ის არის თანამედროვე ეკონომიკის დეცენტრალიზილებული სახე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი