კრიპტოვალუტის გადასახადის გამარტივების მიზნით იაპონიის საგადასახადო პოლიტიკის კომიტეტმა დებატები გამართა.
ამის შესახებ იაპონიის ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება, Sankei News-ი იტყობინება.
იაპონიის მოქალაქეებისთვის კომპლექსური საგადასახადო განაცხადი შემუშავდა. კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭირო იყო კრიპტოვალუტის მოგების ანგარიშგების პროცედურის შეცვლა.
“გარემო უნდა იყოს მორგებული მომხმარებელზე ისე, რომ საგადასახადო პროცედურები იყოს მარტივი”, – აღნიშნა კომიტეტის წევრმა.
იაპონია ცდილობს სამომავლო პოლიტიკა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მეტად იყოს გამარტივებული, თუმცა ამასთანავე, დარეგულირებული. მედია საშუალება აღნიშნავს, რომ იაპონიაში საგადასახადო ვალდებულებები ამ დრომდე საკმაოდ მკაცრია.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში კრიპტოვალუტის ბირჟა Ziaf-ი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ჰაკერებმა ბირჟიდან დაახლოებით 60 მილიონი დოლარი მოიპარეს.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის მარეგულირებელი საკმაოდ მკაცრად უდგება კრიპტოვალუტის ბირჟებს. ამის დასტურია ფაქტი, როდესაც ცოტა ხნის წინ კრიპტობირჟა Kraken-მა სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი გადასახადების გამო საქმიანობის შეჩერება გადაწყვიტა.