უკრაინის პარლამენტში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ორი კანონპროექტია წარდგენილი

0
2023

უკრაინის პარლამენტში კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. “ახალი ძალების ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრმა იური დერევანკომ რადაში კანონპროექტი წარადგინა.

მან სიტყვით გამოსვლისას უკრაინელი კანონმდებლებს მოუწოდა, რომ განიხილონ მისი ალტერნატიული კანონპროექტი კრიპტოვალუტების შესახებ, რომელიც ციფრული ვალუტის დაბეგვრის გაუქმებას 2030 წლამდე გულისხმობს.

“კანონპროექტი 2029 წლის 31 დეკემბრისთვის კრიპტოვალუტის ბაზრის ყველა მონაწილეს საგადასახადო შეღავათებს აძლევს”, – განაცხადა დერევანკომ. მან კიდევ ერთხელ განმარტა უკრაინის ეკონომიკისთვის ასეთი გადაწყვეტილების მნიშვნელობა:

“მე მჯერა, რომ მორიტორიუმს მოვახდენთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ დავარეგულიროთ ეს სეგმენტი, რაც ახალი, ციფრული ეკონომიკისთვის იქნება ხელშემწყობი”.

ალტერნატიული კანონპროექტი 27 სექტემბერს არის რეგისტრირებული და კრიპტოვალუტების, Blockchain ტექნოლოგიის, მაინინგის ოდნავ განსხვავებული განმარტებების გვთავაზობს. დოკუმენტის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები კრიპტოვალუტისგან მიღებულ ყველანაირი სახის შემოსავალს ეხება.

იური დერევანკოს დოკუმენტი ეწინააღმდეგება ძირითად კანონპროექტს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიის რამდენიმე დეპუტატმა წარადგინა.

პირველი პროექტი სთავაზობს ფიზიკური პირებსა და ციფრული სავალუტო აქტივების მქონე იურიდიულ პირებს 5%-იან გადასახადს. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან, საგადასახადო შემოსავლების სახით მიღებული მოგება 18%-ით იქნება გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი