5 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1304

სამშაბათს, 5 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარი გაიზარდა.

დღეს ბიტკოინის ფასი 33.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი მკვეთრად არ გაუმჯობესებულა.

გუშინ კრიპტოვალუტის კურსი 28,722-სა და 33,440.22 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

3 იანვარს დაფიქსირდა ბიტკოინის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული, როდესაც ფასმა 34,608 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით გაუმჯობესდა.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 1.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 4 იანვარს კრიპტოვალუტამ ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ეთერიუმის ფასი 1,153 დოლარზე დაფიქსირდა.

თუმცა ალტკოინმა ეს დონე ვერ შეინარჩუნა და ვაჭრობა 1,040 დოლარაზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 5 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 907.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი