Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, მილიარდელმა, ილონ მასკმა კრიპტო საზოგადოებაში “დიდი არეულობა” გამოიწვია.
მის მფლობელობაში არსებული Dogecoin-ი ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ მოულოდნელად მილიარდელმა “ტვიტერზე” დაწერა „ბიტკოინი“ და მომდევნო ერთი საათის განამავლობაში Dogecoin-ის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი თითქმის 10%-ით არის გაზრდილი.
იყო თუ არა ეს ე.წ. დატროლვის მცდელობა ამის შესახებ კომენტარი თავად, მასკს არ გაუკეთებია.
ანალიტიკოსის, კევინ სვენსონის მიერ ატვირთულ ვიდეოში კი ისმის ილონ მასკის ხმა, სადაც ის ამბობს, რომ დიდი შანსია, რომ კრიპტოვალუტა დედამიწის მომავალ ვალუტად იქცეს.
Blockchain Research Lab-ის ბოლოდროინდელმა მოხსენებამ სათაურით: “როგორ მოქმედებს ილონ მასკის “ტვიტერის” აქტივობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე” აჩვენა რომ: ნებისმიერ დროს, როდესაც ილონ მასკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით პოზიტიურ კომენტარს წერს ეს დადებითად მოქმედებს ციფრული ვალუტის ღირებულებასა და ვაჭრობაზე.
ამასთანავე, ილონ მასკის შესაძლებლობამ, “ტვიტერის” მეშვეობით კრიპტო ფასებსა და ვაჭრობაზე გავლენა მოახდინოს, ზოგიერთი ინვესტორი შეშფოთებულიც კი დატოვა.