ავიაკომპანია AirBaltic-ი კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად იყენებს

0
1232

ლატვიის ავიაკომპანია, AirBaltic-ი Dogecoin-სა და ეთერიუმს გადახდის ვარიანტად დაამატებს.

ლატვიის ავიაკომპანიის AirBaltic-ით ფრენებს ახლა კრიპტოვალუტის გადახდის მეტი ვარიანტი აქვს. კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ახლა მგზავრებს შეუძლიათ გადაიხადონ ბილეთების საფასური ეთერიუმით, Dogecoin-ით, Bitcoin Cash-ით, USD Coin-ით, Binance USD-ით, GUSD-ითა და Paxos Standard-ით.

ავიაკომპანიამ ბიტკოინით გადახდის მიღება ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში დაიწყო. მართლაც, ლატვიის ნაციონალურ გადამზიდავს ასახელებენ, როგორც მსოფლიოში პირველ ავიაკომპანიას, რომელმაც კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად გამოიყენა.

განცხადების ფარგლებში, AirBaltic-მა განმარტა, რომ კრიპტო გადასახადების მიღების მიუხედავად, ბილეთების ფასები არ დენომინირდება მხარდაჭერილ კრიპტოვალუტებში. ფასები ნაჩვენებია ევროებში, ხოლო კრიპტოვალუტის გადახდის სერვისი, BitPay ახორციელებს ციფრული ვალუტის გადაყვანას ბილეთის ფასის შესაბამის რაოდენობაზე. ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე, გაფართოებულიყო მისი კრიპტო გადახდის ვარიანტები, AirBaltic–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ გაუსმა კომენტარი გააკეთა.

”როგორც ინოვაციური ავიაკომპანია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვძებნოთ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების გზები. წლების განმავლობაში 1000-მა კლიენტმა გამოიყენა გადახდის კრიპტო ვარიანტი. ეს შესაძლოა, დიდი რიცხვი არ არის, მაგრამ ჩვენს მგზავრებს გადახდის უნიკალურ ვარიანტს ვთავაზობთ, რომლის მოძებნა სხვაგან რთულია”,- აღნიშნა AirBaltic–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი